Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. „მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’ მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’ ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’
Выбор основного перевода