Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
„მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’ მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’ ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’ როცა ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“ და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“ ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
Выбор основного перевода