Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს: „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ.“ იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“
Выбор основного перевода