Toggle navigation
Главная
Переводы Библии
Комментарии к Библии
Библейские словари и энциклопедии
Новости
Выбор основного перевода
Синодальный
Современный
Перевод РБО. Радостная Весть
Юбилейное издание (Свет на Востоке)
Перевод свящ. Леонида Лутковского
Церковнославянский перевод
Аварский (магӀарул мацӀ)
Азербайджанский (Azärbaycanca)
Башкирский (башҡорт теле)
Беларускі пераклад
Грузинский (ქართული ენა)
Казахский (қазақ тілі)
Кумыкский (къумукъ тил)
Осетинский (ирон æвзаг)
Таджикский (тоҷикӣ)
Татарский (татарча)
Туркменский (Türkmençe)
Узбекский (ўзбекча)
Український переклад І. Огієнка
Чеченский (нохчийн мотт)
Чувашский (чӑвашла)
American Standard
Biblia Tysiąclecia
Deutsche Luther
Ελληνική μετάφραση
King James
Română traducere
Tradução português
Traducción al español
Traduction française
Traduzione italiana
Türkçe çeviri
中文 汉译
Новый русский перевод МБО
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Сделайте выбор
Комментарии Баркли
Новая Женевская Учебная Библия
Толкование Златоуста
Учебная Библия МакАртура
Толкование Жана Кальвина
Комментарии МакДональда к Библии
Серия комментариев МакАртура
Толкование Мэтью Генри
Толковая Библия Лопухина
Толкование Далласской семинарии
Толкование Блаженного Феофилакта Болгарского
Новый Библейский Комментарий
Комментарии Давида Стерна к Новому Завету
Комментарии Сперджена
Синодальный
Современный
Перевод РБО. Радостная Весть
Юбилейное издание (Свет на Востоке)
Перевод свящ. Леонида Лутковского
Церковнославянский перевод
Аварский (магӀарул мацӀ)
Азербайджанский (Azärbaycanca)
Башкирский (башҡорт теле)
Беларускі пераклад
Грузинский (ქართული ენა)
Казахский (қазақ тілі)
Кумыкский (къумукъ тил)
Осетинский (ирон æвзаг)
Таджикский (тоҷикӣ)
Татарский (татарча)
Туркменский (Türkmençe)
Узбекский (ўзбекча)
Український переклад І. Огієнка
Чеченский (нохчийн мотт)
Чувашский (чӑвашла)
American Standard
Biblia Tysiąclecia
Deutsche Luther
Ελληνική μετάφραση
King James
Română traducere
Tradução português
Traducción al español
Traduction française
Traduzione italiana
Türkçe çeviri
中文 汉译
Новый русский перевод МБО
Выбор книги основного перевода
მათე
ახალი აღთქმა
ახალი აღთქმა
მათე
ახალი აღთქმა
Книга მათე в переводе Грузинский (ქართული ენა)
მარკოზი
ახალი აღთქმა
Книга მარკოზი в переводе Грузинский (ქართული ენა)
ლუკა
ახალი აღთქმა
Книга ლუკა в переводе Грузинский (ქართული ენა)
იოანე
ახალი აღთქმა
Книга იოანე в переводе Грузинский (ქართული ენა)
საქმეები
ახალი აღთქმა
Книга საქმეები в переводе Грузинский (ქართული ენა)
იაკობი
ახალი აღთქმა
Книга იაკობი в переводе Грузинский (ქართული ენა)
1 პეტრე
ახალი აღთქმა
Книга 1 პეტრე в переводе Грузинский (ქართული ენა)
2 პეტრე
ახალი აღთქმა
Книга 2 პეტრე в переводе Грузинский (ქართული ენა)
1 იოანე
ახალი აღთქმა
Книга 1 იოანე в переводе Грузинский (ქართული ენა)
2 იოანე
ახალი აღთქმა
Книга 2 იოანე в переводе Грузинский (ქართული ენა)
3 იოანე
ახალი აღთქმა
Книга 3 იოანე в переводе Грузинский (ქართული ენა)
იუდა
ახალი აღთქმა
Книга იუდა в переводе Грузинский (ქართული ენა)
რომაელთა
ახალი აღთქმა
Книга რომაელთა в переводе Грузинский (ქართული ენა)
1 კორინთელთა
ახალი აღთქმა
Книга 1 კორინთელთა в переводе Грузинский (ქართული ენა)
2 კორინთელთა
ახალი აღთქმა
Книга 2 კორინთელთა в переводе Грузинский (ქართული ენა)
გალატელთა მიმართ
ახალი აღთქმა
Книга გალატელთა მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
ეფესელთა მიმართ
ახალი აღთქმა
Книга ეფესელთა მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
ფილიპელთა მიმართ
ახალი აღთქმა
Книга ფილიპელთა მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
კოლოსელთა მიმართ
ახალი აღთქმა
Книга კოლოსელთა მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
1 თესალონიკელთა
ახალი აღთქმა
Книга 1 თესალონიკელთა в переводе Грузинский (ქართული ენა)
2 თესალონიკელთა
ახალი აღთქმა
Книга 2 თესალონიკელთა в переводе Грузинский (ქართული ენა)
1 ტიმოთე
ახალი აღთქმა
Книга 1 ტიმოთე в переводе Грузинский (ქართული ენა)
2 ტიმოთე
ახალი აღთქმა
Книга 2 ტიმოთე в переводе Грузинский (ქართული ენა)
ტიტეს მიმართ
ახალი აღთქმა
Книга ტიტეს მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
ფილიმონის მიმართ
ახალი აღთქმა
Книга ფილიმონის მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
ებრაელთა მიმართ
ახალი აღთქმა
Книга ებრაელთა მიმართ в переводе Грузинский (ქართული ენა)
გამოცხადება
ახალი აღთქმა
Книга გამოცხადება в переводе Грузинский (ქართული ენა)
← Предыдущая
მათე
Следующая →
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
1
მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
2
ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,
3
ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაუე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი,
4
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5
ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.
6
არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7
როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
8
სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9
ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით.
10
ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.
11
რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
12
სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’
13
თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.
14
ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან.
15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
16
აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17
მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.
18
წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19
ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20
ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
23
როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
24
მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
25
საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის — როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?
26
ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამუღავნდეს.
27
რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
29
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
30
ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
31
ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
32
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33
ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34
ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35
რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული — თავის დედისაგან და რძალი — თავის დედამთილისაგან.
36
კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან.
37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.
38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39
თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
40
ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
41
ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42
ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“
← Предыдущая
მათე
Следующая →
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
Выбор основного перевода
Синодальный
Современный
Перевод РБО. Радостная Весть
Юбилейное издание (Свет на Востоке)
Перевод свящ. Леонида Лутковского
Церковнославянский перевод
Аварский (магӀарул мацӀ)
Азербайджанский (Azärbaycanca)
Башкирский (башҡорт теле)
Беларускі пераклад
Грузинский (ქართული ენა)
Казахский (қазақ тілі)
Кумыкский (къумукъ тил)
Осетинский (ирон æвзаг)
Таджикский (тоҷикӣ)
Татарский (татарча)
Туркменский (Türkmençe)
Узбекский (ўзбекча)
Український переклад І. Огієнка
Чеченский (нохчийн мотт)
Чувашский (чӑвашла)
American Standard
Biblia Tysiąclecia
Deutsche Luther
Ελληνική μετάφραση
King James
Română traducere
Tradução português
Traducción al español
Traduction française
Traduzione italiana
Türkçe çeviri
中文 汉译
Новый русский перевод МБО