Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Параллельные места
ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით. იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს, იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“ ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე. ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე — ქრისტესი. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ. რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, იესევე, როგორც მათ — იუდეველთაგან, ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს. რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Выбор основного перевода