Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Параллельные места
პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ სოფელში. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე. მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის, მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ. ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე.
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Выбор основного перевода