Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Параллельные места
ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი, გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ. ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი დედაკაცი. იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს, იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“ ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ — მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში, მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, იესევე, როგორც მათ — იუდეველთაგან, პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Выбор основного перевода