Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Параллельные места
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით. რადგან ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში. რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის, არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის სახარებას. რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად. რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის.
1 თესალონიკელთა
1 2 3 4 5
Выбор основного перевода