Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაუოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე. მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.“ უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“ იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.
Выбор основного перевода