Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“ ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.“ და ქალი იმავე უამს განიკურნა. ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი.“ ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“
Выбор основного перевода