Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ. და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა. სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში; ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე. და მრავალი ხალხი შეემატა უფალს. წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა. მოუხდათ მათ, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი — ტეტრარქის — ჰეროდეს — ძუძუმტე, და სავლე. დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’ ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება საგმირისათვის წიხლის ცემა.’ განა მე მოციქული არა ვარ? განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.
Выбор основного перевода