Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“ მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა. აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“ მეორე დღეს, როცა მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები, ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს — წინადაცვეთილთათვის, ვინაიდან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებთან მოციქულობაში, რომლის მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალისხმევით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი — მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას.
Выбор основного перевода