Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.“ მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას. როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.’ მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
Выбор основного перевода