Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან — ტიქიკოსი და ტროფიმე. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი. მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი. მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის მოთმენა შეგვეძლო. მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო. მარკოზი, არისტარქოსი, დემა, ლუკა — ჩემი თანამშრომლები.
Выбор основного перевода