Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან. და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა. და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“ მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში. ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად. რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
Выбор основного перевода