Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე. მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას. მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილე ციდან მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის კლიტე. იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.
გამოცხადება
Выбор основного перевода