Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ასევე ამუამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული. იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ. გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში. მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ?“ ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი.
გამოცხადება
Выбор основного перевода