Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას, ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“. საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. „სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც აქვს შვიდი ღვთის სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ. ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს, რადგან მცირე ძალა გაქვს. მაგრამ შენახე ჩემი სიტყვა და არ უარყო ჩემი სახელი.
გამოცხადება
Выбор основного перевода