Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ.“ ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს. როცა ათასი წელი შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილიდან და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები, მიწის ოთხივე კუთხეში გოგი და მაგოგი, შეკრიბოს ისინი საბრძოლველად, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და დაიტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე. ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები. და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული განკითხულ იქნა მისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
გამოცხადება
Выбор основного перевода