Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები. ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომლებიც ღვთის შვიდი სულია. აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო მიწაზე. და იქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა. პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა. სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის უამი, რადგან მოიწია სამკალი მიწაზე.“ ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო თავისი ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა. სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის სავანის ტაძარი ზეცაში. იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა. ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე. და გმობდნენ ადამიანები ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მისი წყლული.
გამოცხადება
Выбор основного перевода