Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“ აიძულა ყველა — პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები — მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს უამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“. რადგან ჭეშმარიტნი და სამართლიანნია მისი განკითხვანი, რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა მიწა თავისი მეძაობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისი ხელიდან“. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი.
გამოცხადება
Выбор основного перевода