Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალებით იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“. გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი. მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.
გამოცხადება
Выбор основного перевода