Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს.“ რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, — დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, — ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
გამოცხადება
Выбор основного перевода