Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“ არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტოსისგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი. ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში. ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა, არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა. მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.
Выбор основного перевода