Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“ როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე. თქვეს: „ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“ ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი 'ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,' და 'შებრკოლების ქვად და წატყუების კლდედ'. ისინი ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
Выбор основного перевода