Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ.
Выбор основного перевода