Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Параллельные места
ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით. და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Выбор основного перевода