Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Параллельные места
მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ. ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ, ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. დაბოლოს, ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ უფალ იესოში: ჩვენ გასწავლეთ თქვენ, როგორ გევლოთ ღვთის საამებლად, და აკი კიდევაც დადიხართ ასე, მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ.
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Выбор основного перевода