Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
ფილიმონის მიმართ
1
Параллельные места
გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული. პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე. ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი. როგორც ისწავლეთ ჩვენ საყვარელ თანამსახურ, ეპაფრასაგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის, მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო. ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, ორივე წინადაცვეთილთაგანია. მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით. მე ვამოწმებ მასზე, რომ დიდი მოშურნეა თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკიელთათვის და იერაპოლელთათვის. მოიკითხეთ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი. ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი — გალატიას, ტიტე2— დალმატიას. მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის.
ფილიმონის მიმართ
1
Выбор основного перевода