Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
ფილიმონის მიმართ
1
Параллельные места
დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“ გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან. თქვენი ჩვენდამი შეწევნითი ლოცვითაც, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის, რომ მოგვენიჭა მადლი მრავალთა შუამდგომლობით. მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენთან ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის, მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან. უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
ფილიმონის მიმართ
1
Выбор основного перевода