Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
ებრაელთა მიმართ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად. და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი. როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული? ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი.
ებრაელთა მიმართ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода