Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის უამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი2— განკითხვის აღდგომისთვის. პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და დაიძახა სინედრიონში: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“ და ახლა ვდგავარ განსაკითხავად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ! ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული.“
Выбор основного перевода