Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში. ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო, დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან.
Выбор основного перевода