Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე. პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ. მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში. იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში — ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში, და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში. იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს. ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა.
Выбор основного перевода