Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და, ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბღალება. საჭმელი არ მიგაახლოვებთ ღმერთთან, ვინაიდან, თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა. არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც სწერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ.“ ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა. მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან იქ შენთან, რომლებიც მისდევენ ბილყამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელიანები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემეძავათ. მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ.
Выбор основного перевода