ოღონდ უწმიდურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე.
ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.
მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია.