Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4
Параллельные места
მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.“ უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში — შეურყვნელობა, სიდინჯე, სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.
Выбор основного перевода