Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
როგორც სწერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“ რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის მოთმენა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თავად გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის, და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს.
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода