Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია. დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა. და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში. ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა, თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მობაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода