Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით, ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ თქვენთვის ჩემი გასაჭირის გამო, რომელიც თქვენი დიდებაა. ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად. ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода