Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“ ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა. თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода