Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.“ რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად — არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განვმარტავთ. ვინაიდან ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ, როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში. არამედ უარვყავით სასირცხვილოს დაფარვა და არა ცბიერი ქცევით და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვადგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისის მიმართ ღვთის წინაშე. თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე. ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода