Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 თესალონიკელთა
1 2 3
Параллельные места
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად. რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია. რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა, და, თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა.
2 თესალონიკელთა
1 2 3
Выбор основного перевода