Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 თესალონიკელთა
1 2 3
Параллельные места
რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე. მაშ, ყოველუამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“ ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, იესევე, როგორც მათ — იუდეველთაგან, გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი. ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორეს მხრივ კი, მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა.
2 თესალონიკელთა
1 2 3
Выбор основного перевода