Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ. თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გაცხადებით მოსვლა. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს. რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და, რაც იხილა. აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ. მაშ, მოინანიე, თუ არა და, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით. აჰა, მოვალ მალე. გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს“. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა.
გამოცხადება
Выбор основного перевода