Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ. ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც. ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას. მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი - არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ, და თქვენც ასე ირწმუნეთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა ნათავარი. ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ — მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას. მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. იმიტომ, რომ ყოველივე დაამორჩილა მის ფეხქვეშ. ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, რომელმაც მას დაუმორჩილა ყოველივე. და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის? და ჩვენც ყოველუამს რატომ ვართ საფრთხეში? ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმანო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები. თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო? უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლის იქნება თუ რომელიმე სხვისა. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია, არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა — სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით. ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად.“ ხოლო უკანასკნელი ადამი — მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი — ცისაგან. და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან,
გამოცხადება
Выбор основного перевода