Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“ დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“. გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და უამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ — წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ — დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“. გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო! წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო! გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს ბევრ წყალზე მჯდომ დიდ მეძავზე,
გამოცხადება
Выбор основного перевода