Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე. ვინაიდან თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთიური თავგამოდებით, რადგან დაგწინდეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან. გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.
გამოცხადება
Выбор основного перевода