Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილე ციდან მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის კლიტე. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ძალა, როგორც აქვთ ძალა მიწის მორიელთ. ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახეულობა, და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი. მიეცათ ნება მათ არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ხუთ თვეს. და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. მათ თავებზე გვირგვინები იყო, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები2— როგორც ადამიანთა სახეები. ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები. და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება ხუთ თვეს ადამიანთა საწამებლად. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი.
გამოცხადება
Выбор основного перевода