Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გამოცხადება
Параллельные места
როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში. ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით. უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ.“ ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, — ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან.
გამოცხადება
Выбор основного перевода